Thursday, May 12, 2016

კურსის რეფლექსია

დღეს 12 მაისია,    წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე,მისი ძალა და მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს და თითოეულ  ჩვენგანს, ასევე ჩვენი ასე საინტერესო და სიახლეებით სავსე ტრენინგის ბოლო მეცადინეობა.სულ რამდენიმე დღის უკან 9 მაისი-ფაშიზმზე გამარჯვების დღე ვიზეიმეთ,მე კი ვთვლი,რომ 12 მაისი ჩემს თავთან გამარჯვების დღეა,როცა ტრენინგი დავიწყე და საქაღალდეები გადმოვტვირთეთ,უნდა ვაღიარო,რომ შიშმა შემიპყრო დავალების მიღების შემდეგ ,რომ ეს საქაღალდეები როგორ ან რა მასალით უნდა შემევსო.............მაგრამ (არ მინდა პირფერობად ჩამითვალო ქ.ნათია)თქვენ ისე ადვილად,გასაგებად და თითოეული ჩვენთაგანისათვის გასაგებ ენაზე გვაწვდიდით ყველა დავალებას,რომ მგონი გავართვი თავი და ძალიან აჟიტირებული ვიყავი,როცა თანდათან ივსებოდა სიახლეებით,უნდა ავღნიშნო,რომ ძალიან სასარგებლო  და პროდუქტიული იყო ეს სწავლება ჩემთვის,ახლა უკვე გაკვალულია ყამირი და მოსწავლეებშიც მაღალი დაინტერესება გამოიწვია პროექტებით სწვლებამ,აუცილებლად გამოვიყენებ მომდევნო ეტაპზეც.
პორტფოლიო
                        დიდი მადლობა,თქვენი დაუზარელი მუშაობისათვის და ყურადღებისათვის.აღფრტოვანებული ვარ თქვენი ენერგიით,,,,,,,,,,,,,,წარმატებები...............

No comments:

Post a Comment